ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ტყიბულის თბოსადგურის ამოქმედებით რაიონში 250 სამუშაო ადგილი შეიქმნება
17 ნოემბერი, 2015, 18:21
ტყიბულის თბოსადგურის ამოქმედებით  რაიონში 250 სამუშაო ადგილი შეიქმნება

თბილისი (GBC) -  საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG) ტყიბულში 150 მვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის აქტიურად ემზადება.

კომპანიის შვილობილმა „ტყიბული 150"-მა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) უკვე წარადგინა, რომლის საჯარო განხილვა 2016 წლის 6 იანვარს გაიმართება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ  თბოსადგურის ოპერირება  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება, კონცეპტუალური პროექტის მიხედვით შემოთავაზებულია თანამედროვე ტექნოლოგიის (ცირკულირებადი მდუღარე ფენის ტექნოლოგია) ქვაბ დანადგარი და მაღალეფექტური აირგამწმენდი სისტემა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუარესების რისკს.

არსებული გეგმით, თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებისათვის საწვავად გამოყენებული იქნება ადგილობრივი  ქვანახშირი, წელიწადში 732 400 ტონის მოცულობით, რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციები ჩაიდება ქვანახშირის სამთო-მომპოვებელი ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებაშიც.

ამასთან, თბოსადგურის მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 150-200 კაცი, ხოლო ექსპლუატაციისათვის საჭირო იქნება 200-250 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის განახორციელებისთვის  200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტში ჩაერთვება  ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდი  ჯგუფი Dongfang Electric Corporation Limited-ი.  

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2016 წლიდან.

თბოელექტროსადგურის წლიური გამომუშავება - 1 მილიარდი კვტ/სთ იქნება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები