ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს ახალი ინვესტორი ააშენებს
მაია არაბიძე
19 ნოემბერი, 2015, 12:02
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს ახალი ინვესტორი ააშენებს
თბილისი (GBC) - კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში, 5-ვარსკვლავიან  სასტუმროს „ჯორჯიან ფროპერთის" ნაცვლად კომპანია „გრანატი" ააშენებს.

მთავრობამ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „გრანატს" შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება უკვე მოიწონა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, კოსტავას/ბოცვაძის ქ. №41/2-ში ხუთვარსკვლავიანი, მინიმუმ 120 სასტუმრო ნომერზე გათვლილი სასტუმროს ექსპლუატაციაში შეყვანა  „გრანატმა" 4 წლის ვადაში  უნდა მოახდინოს.

ინვესტორი ვალდებულია მშენებლობისათვის/რეკონსტრუქციისათვის საჭირო ნებართვები 11 თვის ვადაში მოიპოვოს, ხოლო მშენებლობა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვის ვადაში დაიწყოს.

ამასთან, ინვესტორმა სასტუმრო ოფიციალურად 48 თვის ვადაში უნდა გახსნას.

პროექტის განხორციელებისთვის კი „გრანატი" 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას დახარჯავს.  უნდა უზრუნველყოს ასევე, არანაკლებ 52 თვის ვადით მოქმედი, 10 მლნ  აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენაც.

შეგახსენებთ, რომ ამ შენობაში  "ინტერკონტინენტალის" ბრენდით სასტუმროს „ჯორჯიან ფროპერთი" აშენებდა.

პირველადი საპრივატიზაციო ხელშეკრულების თანახმად, სასტუმროს მშენებლობა 2008 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამის შემდგომ ინვესტორის მხრიდან პირობა რამდენჯერმე ვერ შესრულდა და  ხელშეკრულებაც გადაიხედა.


მთავრობის ახალ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „ჯორჯიან ფროპერთის" 2007 წლის 15 იანვარს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლო ეპატია.

მიიღებს თუ არა რაიმე ფორმით სასტუმროს მშენებლობაში მონაწილეობას „ჯორჯიან ფროპერთი" უცნობია, ქონების მართვის სააგენტოში არ აკონკრეტებენ რა პირობით გადასცა კომპანიამ უძრავი ქონება „გრანატს".

აღსანიშნავია, რომ შპს „გრანატი" 2014 წლის 21 ოქტომებრს არის დაფუძნებული. კომპანიის 50% უზბეკეთის მოქალაქეს შომუროდ ილიასოვს ეკუთვნის,  25% -25% კი, მერაბ ჩიხრაძე და  „ჯი ეს ეი ინვესტი" ფლობს, რომელის 100%-იანი წილი დიმიტრი აბდუშელიშვილს ეკუთვნის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები