ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
IFC -იმ „m2 რეზიდენშალს" $23 მილიონი გამოუყო
ნინო შუბითიძე
19 ნოემბერი, 2015, 13:12
IFC -იმ „m2 რეზიდენშალს $23 მილიონი გამოუყო
თბილისი (GBC) - m2-მა, მისი შვილობილი „m2 რეზიდენშალისთვის" IFC-ის მიერ  $23 მილიონის გამოყოფაზე განაცხადა.

სესხი ენერგოეფექტური, ე.წ. „მწვანე" მშენებლობებისთვისაა და მიზანი საშუალო შემოსავლიანობის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

კომპანიის ცნობით, თბილისში მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ საცხოვრებელ სახლებზე მზარდი მოთხოვნა ჯერ კიდევ სრულად არ არის დაკმაყოფილებული.

„m2 რეზიდენშალისთვის" IFC-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება მოხმარდება 1,800-მდე ენერგოეფექტური ბინის მშენებლობას, რაც გულისხმობს ენერგიის, წყლის და სამშენებლო მასალების კიდევ უფრო ეფექტურ მომხმარებას, შესაბამისად, შემცირდება გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების ფაქტორები.

IFC-ის დაფინანსება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდისგან „Green for Growth Fund" (GGF) მოზიდულ 11,5 მილიონასც მოიცავს.

„IFC-სთან პარტნიორობა დაგვეხმარა ჩვენი სტრატეგიის პირველი ეტაპის, თბილისში მაღალი ხარისხის საცხოვრებელი პროექტების განხორციელებაში. როგორც ერთ-ერთი ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება" მიზნად ისახავს 2018 წლის ბოლოსათვის 2 000 ახალი ბინის მშენებლობას"- განაცხადა „m2 უძრავი ქონების" დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

"IFC აღნიშნული დაფინანსებით აგრძელებს ენერგოეფექტური მშენებლობების სტანდარტის დამკვიდრებას და ხელს უწყობს კონკურენციას საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სექტორში. ადამიანებისათვის ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებასთან ერთად, აღნიშნული პროექტი შექმნის სამუშაო ადგილებს ადგილობრივ შრომით ბაზარზე მშენებლობის პროცესში და მას შემდეგაც, რითაც შეიტანს წვლილს ეკონომიკის განვითარებაში" - აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.

"IFC-სთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ მიერ „m2 რეზიდანშელისთვის" გაწეული მხარდაჭერით ხაზს ვუსვამთ ჩვენს მუდმივ სწრაფვას საქართველოში ენერგიის დაზოგვისა და CO2-ის შემცირებისაკენ. საქართველოს სამშენებლო ბაზარზე არსებულ მსგავსი ზომის ახალაშენებულ სახლებთან შედარებით „m2 რეზიდენშალის" მიერ განხორციელებული საცხოვრებელი სახლების პროექტები 40%-მდე მეტად ენერგოეფექტური იქნება, ასეთი მაღალი ხარისხის „მწვანე" შენებობზე კი მაღალი მოთხოვნაა." - განაცხადა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდის, Green for Growth Fund (GGF),  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კრისტოფერ კნოულსმა.

დეველოპერი საერთაშორისო საფინანსო ისტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობით და მაღალი ნდობის ხარჯზე უზრუნველყოფს  სახსრების მოზიდვას. 2013 წელს $14 მილიონის საკრედიტო ხაზი IFC-იმ გაუხსნა, მათ შორის,  $4 მილიონი IFC-ის კანადის კლიმატური ცვლილების პროგრამის ფარგლებში.

დაფინანსებით განხორციელდა პირველი ენერგოეფექტური საცხოვრებელი პროექტები. კომპანიამ IFC-ის  სესხი წინსწრებით დაფარა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები