| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

მაგთიკომის ე.წ „სამთავრობო ქსელის" აბონენტებს პირობები ისევ შეეცვალა.
აღნიშნული აბონენტები, 2014 წლის თებერვლამდე, კონსოლიდირებული ტენდერის პირობებით, შიდა და ჯეოსელის ქსელში 5 თეთრად (ზარის წამოწყება 5 თეთრი +0 თეთრი) 30 წთ-ის განმავლობაში საუბრობდნენ, 2014 წლის თებერვლიდან მათ ეს პირობები ნაწილობრივ შეუნარჩუნდათ, შემდეგ რამდენჯერმე შეეცვალათ.
ბოლოს ცვლილება იყო ზაფხულში, ყოველდღიური სააბონენტოს (5 თეთრი) დაწესება, ცვლილებიდან მე-5თვეს კი, 25 ნოემბრიდან, 7 თეთრი გახდა. ამასთან sms-ის ფასი 1 თეთრიდან 5 თეთრამდე გაიზარდა.
კომპანიაში მორიგი ცვლილების თარიღს ვერ აკონკრეტებენ.
GBC-ის მიერ გამოკითხული აბონენტების უმრავლესობა სპეცნომრის შენარჩუნების აზრს ვეღარ ხედავს, რადგან თვეში 2,16 ლარიანი სააბონენტოს გადახდა უწევს. ამასთან 1-თეთრიანი sms შეთავაზებაც უუქმდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss