ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
RWC: სემეკის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს შეაფერხებს
26 ნოემბერი, 2015, 15:22
RWC: სემეკის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს შეაფერხებს
თბილისი (GBC) - კომპანია „რუსთავის წყალი", სამომხმარებლო ტარიფების ცვლილების შესახებ, სემეკის 26 ნოემბერს  მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანია „რუსთავის წყლის" მენეჯმენტი არ ეთახმება სემეკის მიერ დადგენილ ახალ, შემცირებულ ტარიფებს, რომელიც კომისიამ კომპანიას  ქ. რუსთავში, გარდაბანსა და  მარნეულში მცხოვრები აბონენტებისთვის განუსაზღვრა და მიიჩნევს, რომ ტარიფი სამართლიანად არ არის დათვლილი.

„სემეკის უსამართლო და მცდარი გადაწყვეტილების შედეგად „რუსთავის წყალი" წამგებიანი კომპანია გახდა, რაც ხელს შეუშლის ქალაქ რუსთავში წყალსადენისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს.  კომპანიას მემკვიდრეობით გადაეცა ამორტიზებული ქსელი - ტარიფიდან მიღებული შემოსავალი სწორედ ქსელის განახლებას ხმარდება", - აცხადებს კომპანია.

მენეჯმენტის ცნობით, ლარის დევალვაციის ფონზე, როდესაც კომპანიას 30%-ით გაეზარდა ხარჯები, სემეკმა, არასრულფასოვანი მეთოდოლოგიის გამოყენებით, მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და  ტარიფი თითქმის 20%-ით შეამცირა.

„ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს, რადგან შეაფერხებს ქალაქ რუსთავში ინფრაქტრუქტურის განახლების პროცესს. კომპანია „რუსთავის წყალი" ზრუნავს თავისი მომხმარებლის ინტერესებზე, არ ეთანხმება სემეკის გადაწყვეტილებას და მას სასამართლოში გაასაჩივრებს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები