| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -ფარმაცევტული საწარმო ჯი-ემ-პის თანამშრომლებმა შრომის უსაფრთხოების ადგილობრივი სამართლებრივი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისი სისტემის დანერგვისთვის სრულმასშტაბიანი ტრენინგი გაიარეს.
მათ "უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიამ" (CAUCASUS ACADEMY OF SECURITY EXPERTS – CASE) სერტიფიკატები გადასცა.
კომპანიის ცნობით, საწარმოში ჩატარდა კორპორატიული ტრენინგები შრომის უსაფრთხოებასა და რისკების მართვაში, პირველადი სამედიცინო დახმარების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, სახანძრო უსაფრთხოებისა და სპექტექნიკის (ჩანგლიანი სატვირთველას) ექსპლუატაციის საკითხებში.
ფარმაცევტულ საწარმო „ჯი-ემ-პიში“ დანერგილი ხარისხის მართვის სისტემა ანალოგიურია ევროკავშირის „სათანადო წარმოების პრაქტიკის“ მოთხოვნების. იგი ითვალისწინებს პროდუქტთან და შესაბამისად, პაციენტთან დაკავშირებული რისკების პროაქტიულ რეჟიმში გამოვლენას, შეფასებას და საპასუხო ღონისძიებების გატარებას, პრევენციას, არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების გათვალისწინება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss