ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GWP: თბილისისა და რუსთავის მოსახლეობას ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება
28 დეკემბერი, 2015, 17:37
GWP: თბილისისა და რუსთავის მოსახლეობას ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ბოლო დროს, წყლის ხარისხითან დაკავშირებული მცდარი ინფორმაცის გავრცელებისა და სასმელი წყლის ფილტრების გამსაღებელი ორგანიზაციის მხრიდან, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, 2015 წლის 21 დეკემბერს, ქ. თბილისისა და ქ. რუსთავის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის შემოწმების თაობაზე, სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ მიმართა.

კომპანიის ცნობით, მიმდინარე წელს „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ“, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამების ფარგლებში, განახორციელა სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი - მონიტორინგი. მონიტორინგის ფარგლებში, თბილისში აღებულ იქნა სასმელი წყლის 56 ნიმუში, რუსთავში კი - 5 ნიმუში.

„თბილისსა და რუსთავში აღებული წყლის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ თბილისისა და რუსთავის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კიდევ ერთხელ მიმართავს მოსახლეობას, მათივე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, კომპანიის მიერ მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, მიმართონ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზს - 293 11 11“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები