| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – “ნენსკრა ჰესის” მშენებლობის დაწყებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის მიმდინარეობის გასაცნობად ინვესტორი კომპანია K Water -ის ვიცე პრეზიდენტი საპარტნიორო ფონდს ეწვია. სუ მიანგ კიმი ვიცე პრეზიდენტის პოსტზე ახალი დანიშნულია.
როგორც სუ მიანგ კიმიმ აღნიშნა, მისი კომპანია ამაყობს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტში მონაწილეობის გამო და მზად არის წყლის ინფრასტრუქტურის ბიზნესთან დაკავშირებით საქართველოში ინტერესები გააფართოვოს.
თავის მხრივ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სტუმარს კონკრეტული პროექტებით დაინტერესება შესთავაზა.
შეგახსენებთ, 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება.
სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია - Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია.
საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი.“ პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss