| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -„ჯეოპიცა", რომელიც რესტორნების უმსხვილეს ამერიკულ ქსელის Domino's Pizza-ს ფრანჩაიზერია, პიცერიების ქსელს აფართოებს.
კომპანიის რიგით მესამე ფილიალი თბილისში, ვაჟა-ფშაველას 76ბ ნომერში განთავსდა.
ახალი ფილიალი მომხმარებლებს 5 იანვრიდან მოემსახურება. პიცერიით სარგებლობასთან ერთად შესაძლებელი იქნება პიცის შეკვეთა, რომლის მიტანის სერვისი უფასოა.
შეგახსენებთ, „ჯეოპიცამ" პირველ რესტორანი საბურთალოზე, კოსტავას 72-ში, 2015 წლის აპრილის მეორე ნახევარში გახსნა. კიდევ ერთი რესტორანი ჭავჭავაძის 11-ში განთავსდა.
სულ შპს „ჯეოპიცას" 4 წლის განმავლობაში 10 რესტორნის გახსნა აქვს დაგეგმილი. კომპანიას თითო ობიექტის მოწყობა 200 ათასი დოლარი უჯდება.
Domino's Pizza 1960 წელს დაარსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დღეს პიცერიების უდიდესი ქსელს წარმოადგენს მსოფლიოში, რომელიც 11,000-ზე მეტ რესტორანს ფლობს 70 ქვეყანაში. კომპანია წარმატებით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას პიცის მიწოდების სერვისში და მომხმარებელს პიცის მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss