| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაყვანის მიუხედავად, „ჯორჯიან მანგანეზი" საინვესტიციო გეგმებს არ ცვლის.
კომპანია ჭიათურაში მანგანუმის გამამდიდრებელი ახალი ფაბრიკის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც 20 მლნ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდება.
კომპანიაში ამბობენ, რომ გერმანელი პარტნიორების მხრიდან უკვე ჩატარებულია წინამოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოები, ახალი ფაბრიკის მშენებლობის დაწყება კი, ეკონომიკის სამინისტროსგან ნებართვის მიღების შემდეგ იგეგმება. ნებართვის მისაღებად მძიმე მრეწველობის უმსხვილესი წარმომადგენელი სამინისტროს უკვე მეორედ მიმართავს.
26 თებერვალს „მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გზშ-ს ანგარიშის განხილვაც გაიმართება.
კომპანიის ცნობით, დაგეგმილია 200 ტ/სთ წარმადობის, თანამდროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფაბრიკის მშენებლობა, რომელიც ჩაანაცვლებს კომპანიის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა გამამდიდრებელ ფაბრიკას.
ახალი ფაბრიკა აღჭურვილი იქნება ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემით, რაც მინიმუმამდე ამცირებს მდ. ყვირილას წყლის დაბინძურების რისკებს, ხოლო პერსპექტივაში შლამსაცავში დასაწყობებული შლამების შემდგომი გადამუშავებით შესაძლებელი იქნება მანგანუმის კონცენტრატის მიღებაც.
ახალი ფაბრიკის მშენებლობა აუცილებელია, რადგანაც კომპანიის კუთვნილი ყველა გამამდიდრებელი ფაბრიკა ძალზე მოძველებულია და ვერ ხერხდება მადნის გამდიდრების პროცესში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების გაწმენდა, რის გამოც მდინარე ყვირილა ბინძურდება, რასაც აძლიერებს მანგანუმის გამამდიდრებელი სხვა მცირე საწარმოების საქმიანობაც, რომელთაგან არცერთს არ გააჩნია ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემა.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში არსებული ფაბრიკების ექსპლუატაცია გაგრძელდება და მათი შეჩერება მოხდება მხოლოდ ახალი ფაბრიკის ამოქმედების შემდეგ.
შეგახსენებთ, 20 იანვრიდან "ჯორჯიან მანგანეზს" ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაჰყავს. კომბინატი მუშაობის სრულ რეჟიმს მხოლოდ 4 თვის შემდეგ, 2016 წლის 20 მაისიდან დაუბრუნდება. ამ პერიოდში, საწარმოში ყველა დასაქმებულს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი, არსებული სატარიფო განაკვეთის 60%, სამედიცინო დაზღვევევის სრული პაკეტი და არსებული სხვა და სხვა შეღავათები.
გადაწყვეტილებას კომპანია მსოფლიოში მანგანუმის პროდუქციაზე დაბალი მოთხოვნით, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მოპოვებული მადნის ჭარბი მარაგებით და მსოფლიო მეტალურგიულ ბაზარზე ღრმა სტაგნაციური პროცესებით ხსნის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss