ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დანკინ დონატსმა საქართველოში 1 წლის იუბილე აღნიშნა
14 იანვარი, 2016, 11:05
დანკინ დონატსმა საქართველოში 1 წლის იუბილე აღნიშნა

თბილისი (GBC) - 13 იანვარს „დანკინ დონატსმა“ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან ერთი წლის იუბილე აღნიშნა და ჭავჭავაძის 36ა ნომერში მდებარე რესტორანში მოსულ მომხმარებლებს განსაკუთრებული მასპინძლობა მოუწყო.

 „ვისოლ ჯგუფისთვის“ პატივია და ამავდროულად საამაყოა ის, რომ 3 წლიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და ლეგენდარული ბრენდის „დანკინ დონატსის“ საქართველოში შემოყვანა და მოხარული ვართ, რომ 2016 წელს 1 წლის იუბილეს სიმბოლურად 16 რესტორნით შევხვდით და ერთგულ მომხმარებლებთან ერთად აღვნიშნეთ. ძალიან მოკლე დროში „დანკინ დონატსის“რესტორნები ყველასათვის საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა და ჩვენ, პირველ რიგში, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს“, - განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 შეგახსენებთ, „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინ დონატსმა“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ  კერძებს სთავაზობს.

„დანკინ დონატსის“ იუბილეზე მისულ სტუმრებს სახის მომხატველები, კარიკატურისტი და მასკოტები დახვდნენ. სტუმრობა განსაკუთრებულად სახალისო იყო ბავშვებისათვის. გაიმართა კონკურსიც.

იუბილესთან დაკავშირებით, 11-17 იანვრის განმავლობაში მიმდინარეობს აქციაც - შოკოლადის ან ქოქოსის დონატი + დანკინის საშუალო კლასიკური ყავა მხოლოდ 3 ლარად.

შეგახსენებთ, „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში.  „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები