ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Biologique Recherche –ს საქართველოში პარტნიორს Experto Consulting-ი შეურჩევს
14 იანვარი, 2016, 16:21
Biologique Recherche –ს საქართველოში პარტნიორს Experto Consulting-ი შეურჩევს

თბილისი (GBC)- ფრანგულ-ქართულმა საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-მა ფრანგული კომპანია Biologique Recherche-ისთვის (ბიოლოჟიკ ღეშეღში) საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიური პარტნიორის შერჩევის მანდატი მოიპოვა.

Biologique Recherche(www.biologique-recherche.com) არის ფრანგული პრემიუმ კლასის კოსმეტიკური ბრენდი, რომელსაც აქვს 35-წლიანი გამოცდილება და წარმოდგენილია 50-ზე მეტ ქვეყანაში.

ბრენდი მოიცავს სახის, ტანის და თმის მოვლის საშუალებათა ფართო გამას, რომელიც მორგებულია კონკრეტული ადამიანის კანის უნიკალურ ტიპზე. კომპანიის პროდუქციის მომხმარებელთა შორის არიან მსოფლიოს ცნობადი ვარსკვლავები.  

„ჩვენი კლიენტის პრეფერენციებზე დაყრდნობითა და Experto Consulting-ის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, Biologique Recherche-ის წარმომადგენელთან შესახვედრად და საბოლოო მოლაპარაკების გამართვის მიზნით ვარჩევთ რამდენიმე პოტენციურ პარტნიორს/დისტრიბუტორს”, - აცხადებენ Experto Consulting-ში.

შეგახსენებთ, Experto Consulting-ი ბაზარზე შესვლის მომსახურებას საქართველოს და აზერბაიჯანის ბაზრებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებს თბილისიდან უწევს. Experto ასევე სპეციალიზებულია საქართველოში არსებული საცალო მაღაზიების შემოწმებაში და კლიენტთა პორტფელში გააჩნია რამდენიმე ძირითადი FMCG (სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონელი) და საცალო მაღაზიების ქსელი.    

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები