| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი „ლაქტალისი ჯგუფი“ შემოვიდა.
სანტეს აქციონერთა შორს ბრენდების „პრეზიდენტისა“ და „პარმალეტის“ მფლობელის შემოსვლა რადიო კომერსანტმა გააჟღერა.
GBC-სთვის კი, გარიგების დეტალები გახდა ცნობილი: ბელგიაში დარეგისტრირებულ „ბი.ეს.ეი. ინთერნეიშენალს“ („ლაქტალისი ჯგუფის“ მფლობელი) საკუთარი 50% წილი დაუთმო „სანტე უოლშ ფროდაქთს ჰოლდინგ კომპანიმ“, რომელმაც კომპანია დატოვა, დანარჩენი (35%) დათმო "სქაივიჟენ ელ თი დი"-მ, რომელიც „სანტეში“ ამ დროისათვის 15% ინარჩუნებს.
„ეს კომპანიას მისცემს საშუალებას ქართული პროდუქტები წარმოაჩინოს მსოფლიო ბაზარზე და განავითაროს ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოება და დიდი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. „ლაქტალისის“ თანამონაწილეობა ქართული რძის პროდუქტების წარმოებაში იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისათვის საქართველოში სამომავლო ინვესტირებისათვის“, - აცხადებს „სანტე“.
აღსანიშნავია, რომ „ლაქტალის ჯგუფი“ მრავალი წარმატებული საერთაშორისო ბრენდის მფლობელია, დასაქმებული ჰყავს 75,000 ადამიანი და მისი 200-ზე მეტი საწარმო მსოფლიოს 43 ქვეყანაშია განლაგებული. კომპანიის ბრუნვამ 2014 წელს 16.5 მილიარდი ევრო შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ , კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს, ფლობს თანამედროვე დონეზე აღჭურვილი რძის პროდუქტებისა და ნატურალური წვენების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების მიწოდებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss