ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Credit Suisse-ის ბანკირმა ბიძინა ივანიშვილი  100  მილიონი ფრანკით  აზარალა
22 იანვარი, 2016, 10:56
Credit Suisse-ის ბანკირმა ბიძინა ივანიშვილი  100  მილიონი ფრანკით  აზარალა

თბილისი (GBC) -  Credit Suisse-ის ბანკირმა ქართველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი 100 მლნ ფრანკით ( €91,3 მლნ) აზარალა, - ინფორმაციას შვეიცარიული გამოცემა Le Temps-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ბანკირი კლიენტების თანხას ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია Raptor-ში აბანდებდა. ბანკირი უკვე დაკავებულია, მისი ვინაობა არ სახელდება.

აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-ის ანგარიშებზე ქართველ მილიარდერს 1 მლრდ ფრანკი (€900 მლნ) ედო.

გამოცემის ცნობით, ბანკირის მოქმედებებმა კიდევ ორი კლიენტი აზარალა, მათ ჯამში 70 მლნ ფრანკი (€64მლნ) დაკარგეს.

დაკავებული ბანკირის ადვოკატის განცხადებით, ეს იყო არა თაღლითობა, არამედ ინვესტიცია, რომელმაც ღირებულება დაკარგა.

Forbes-ის შეფასებით, საქართველოს ექს-პრემიერი 5,2 მლრდ აშშ დოლარს ფლობს. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები