ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
SOCAR-ი საქართველოს გაზის მოცულობას უზრდის
29 იანვარი, 2016, 15:26
SOCAR-ი საქართველოს გაზის მოცულობას უზრდის

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა მიაღწია შეთანხმებას საქართველოსთან ზამთრის პერიოდში გაზის მოცულობის გაზრდაზე.

კომპანიის ცნობით, მხარეებმა გააფორმეს სეზონური კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც სულ მცირე, 50 მლნ კუბ. მეტრით გაიზრდება აზერბაიჯანული გაზის მოწოდება ზამთრის პერიოდში.

მოლაპარაკებებში ჩართული იყო შაჰ-დენიზის პროექტის მონაწილეები (სამხრეთ-კავკასიური მილსადენის კონსორციუმი).

„ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობისა და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების განვითარებისა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართველოს ზამთრის პიკურ პერიოდში დამატებითი მოცულობის გაზი სჭირდება. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები