| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - "წყალსადენის 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის დაზიანებას თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე, 112–ის შენობის მიმდებარედ, გზის სავალი ნაწილის ჩანგრევა არ გამოუწვევია", - აცხადებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელიც განცხადებას რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად ავრცელებს.
"112–ის შენობის მიმდებარედ გამავალ 900 მმ-იან ფოლადის მაგისტრალურ წყალდენზე აღდგენით სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ბრიგადები 7 მეტრის სიღრმეზე ატარებენ, რის გამოც სამუშაოების წარმოება გართულდა.
აღდგენითი სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის გადაწყვეტილებით, მაგისტრალურ მილდენზე, დამატებით, ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულიც მონტაჟდება.
სამუშაოების მიმდინარეობის გამო წყალმომარაგება ამ დრომდე შეზღუდული აქვს მცირე არეალს, რომელსაც წყლის მიწოდება, ღამის 12 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.
წყალმომარაგების აღდგენამდე კომპანია ჩამოთვლილი ქუჩების მოსახლეობას წყალს სპეციალური ავტოცისტერნებით მიაწვდის", - ნათქვამია განცხადებაში.
წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე ინფორმაცია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss