| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2015 წელს BP-იმ 6,5 მლრდ აშშ დოლარის ზარალი მიიღო. წმინდა ზარალი კი, 6,48 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ამასთან, მხოლოდ მეოთხე კვარტალში კომპანიამ 3,3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი დაკარგა.
Reuters-ის ცნობით, ასეთი დანაკარგები BP-ს 2010 წელს, მექსიკის ყურეში არსებულ პლატფორმაზე მომხდარი კატასტროფის დროსაც კი არ მიუღია. ზარალის მოცულობამ მაშინ 3,719 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წელს კი, კომპანიის მოგებამ 4 მილიარდს გადააჭარბა.
უარყოფითი ფინანსური მაჩვენებლების მთავარი მიზეზი ნავთობზე ფასების ჩამოშლაა. ექსპერტების გათვლებით, Brent -ის მარკის ნავთობის 1 აშშ დოლარით შემცირება BP-ის შემოსავალს 300 მილიონით ამცირებს.
BP აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასებთან დაკავშირებული ვითარება რთული იქნება.
Reuters-ის ცნობით, კომპანია 2017 წლის ბოლოსთვის, ხარჯების 2,5 მლრდ აშშ დოლარით შემცირებას გეგმავს, რისთვისაც სამუშაო ადგილებს შეამცირებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss