| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ,,საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ WBS-ს (,,ვორლდ ბიზნეს სოლუშენს“), კომერციული სამსახურებისა და საქართველოს საბაჟოს ერთობლივი მუშაობის შედეგად ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ელექტრონული სისტემა შეიქმნა.
კომპანიის ცნობით, აღნიშნული სისტემის საშუალებით შესაძლებელი გახდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ტვირთზე ელექტრონულად ინფორმაციის მიღება და ტვირთის გადაადგილების კონტროლი. სისტემა საშუალებას აძლევს კლიენტსა და საბაჟო სამსახურს საბუთები გაცილებით უფრო მოკლე დროში და ნაკლები დანახარჯით გააფორმოს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე კლიენტისა და საბაჟოს ურთიერთთანამშრომლობა საკმაოდ გრძელვადიანი პროცედურა იყო და ორივე მხარისაგან რამდენიმე ვიზიტს მოითხოვდა.
"საქართველოს რკინიგზისა“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტექნიკური დახმარების პროექტების შედეგად, საქართველომ ეფექტური და მოდერნიზებული საბაჟო უწყება მიიღო", - განაცხადა საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ხუნდაძემ.
,,საქართველოს რკინიგზის“ ფილიალის ,,ვორლდ ბიზნეს სოლუშენსის“ დირექტორი ლევან კუკავა, რომელიც აღნიშნული საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ქვეყნის საბაჟო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ დაწესებული ღირსების სერთიფიკატით დაჯილდოვდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss