ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Wizzair -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის
4 თებერვალი, 2016, 12:26
Wizzair -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის

თბილისი (GBC) –  უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ 2016 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას გახსნის.

ბაზა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, აეროპორტების გაერთიანებასა და უნგრულ ავიაკომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით იხსნება.

სამინისტროს ცნობით, წარმატებით დასრულებული მრავალწლიანი მოლაპარაკების შედეგად,  „ვიზეარი“ მუდმივად განათავსებს  ერთ თვითმფრინავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია მსოფლიოს მასშტაბით სულ 23 ბაზას ფლობს, 24-ე ბაზა უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება.

„უნგრული ავაიაკომპანია  2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო ბაზირების შედეგად ქუთაისი გახდება რეგიონში პირველი აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზირებით, რაც ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდასა და ახალი მიმართულებების განვითარებას“, - აცხადებენ სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ 19 თებერვალს დაგეგმილია ავიაკომპანია „ვიზეარის“ დირექტორის, ჯოზეფ ვარადის ვიზიტი საქართველოში.

„ვიზეარის“ ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65  საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს.

2015 წელს ავიაკომპანიამ 19,2 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები