| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - რუხის სავაჭრო ცენტრში მოიჯარეები პირველი 3 წლის განმავლობაში შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ, - აცხადებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა.
მისი თქმით, სავაჭრო ცენტრის მიმართ კომპანიების დაინტერესება მაღალია და ფართები თითქმის 100%-ით გაქირავებულია. ცენტრში წარმმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, საბითუმო და საცალო ვაჭრობით დაკავებული კომპანიები.
„ჩვენ ამ პროფილის ობიექტი ჯერ არ გვქონია. ამიტომ ვფიქრობთ, საწყის ეტაპზე შეიძლება 2 ან 3 წელი ვიყოთ ამ აქტივის მფლობელი და მეიჯარე. ამ პერიოდში გამოიკვეთება მისი კომერციული მიმზიდველობა, ცენტრიც და იქ მოღვაწე კომპანიებიც გარკვეულ ინვესტიციებსაც ამოიღებენ, მოგებაზე გავლენ და ვფიქრობთ, იმ დროისთვის შესაძლებელი იქნება მართვის ფუნქციის განკერძოება“, - აცხადებს ნათია თურნავა, რომელიც ელის, რომ ცენტრი იქნება კომერციულად მიმზიდველი ობიექტი.
ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია, კომპანიები ოპერირებისთვის მზადებას იწყებენ და მისი ოფიციალური გახსნა გაზაფხულზე მოხდება, როდესაც ცენტრი უკვე სრულად იქნება დატვირთული.
შეგახსენებთ, რუხის სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის „საპარტნიორო ფონდმა“ 15 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
ფონდის ცნობით, სავაჭრო ცენტრი მრავალფუნქციურია, შენობების საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, კომპლექსი ჯამში 10 შენობითაა წარმოდგენილი, ხოლო სავაჭრო ცენტრის საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss