| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – „ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გადაიარაღებული ღუმელები ჩართო.
კომპანიის ცნობით, სამუშაოები პირველ და მეოთხე საამქროში ჩატარდა, ჯამში 3 ღუმელი განახლდა. მათ შორის 2 ღუმელი (პირველი და მეექვსე) პირველ და 1 ღუმელი მეოთხე საამქროში, სადაც უკვე 6 ღუმელი მუშაობს.
რეკონსტრუქცია უტარდება 21-ე ღუმელსაც, მის ჩართვა უახლოეს პერიოდში იგეგმება.
შეგახსენებთ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროში, 24-ე ღუმელის სრული დემონტაჟი უკვე განხორციელდა და ახალი ღუმელიც მონტაჟდება, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზს“ ინდურმა კომპანია „გალსასმა“ შესთავაზა. პროექტის ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარია.
ახალი ღუმელი კომპიუტერულ მართვას ექვემდებარება, მისი ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის აპრილიდან იგეგმება, რის შემდეგადაც მოხდება დაკვირვება, შედარება ძველ ღუმელებთან და თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდება, ქარხანაში ეტაპობრივად, ყველა ძველი ღუმელი შეიცვლება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss