ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Bros eyewear -ი წარმოებული სათვალეების ესპანეთის ბაზარზე წარდგენას გეგმავს
10 თებერვალი, 2016, 18:42
Bros eyewear -ი წარმოებული სათვალეების ესპანეთის ბაზარზე წარდგენას გეგმავს

თბილისი (GBC) - ქართული კომპანია Bros eyewear -ი წარმოებული სათვალეების ესპანეთის ბაზარზე წარდგენას გეგმავს.

კომპანია ორი ძმის საკუთრებაა, რომლებიც სათვალეებს ნატურალური ხისგან, ხელით ამზადებენ. ექსპორტის დაწყება გაზაფხულზე იგეგმება.

საკუთარ გეგმებზე ძმებმა ირაკლი და ლევან გამთენაძეებმა Marketer-თან ისაუბრეს.

ისინი აღნიშნავენ, რომ თითოეული მოდელი ინდივიდუალურია, რადგანაც ხელით მუშაობისას ორი ერთნაირი ჩარჩოს გაკეთება შეუძლებელია.

სათვალეების ფასი 240 ლარიდან იწყება და მოდელისა და მასალის მიხედვით იცვლება.

ამ ეტაპზე ორიგინალური სათვალეების შეძენა მხოლოდ Bros eyewear-ის სახელოსნოშია შესაძლებელი. უახლოეს პერიოდში მაღაზიის გახსნა არ იგეგმება, რადგანაც ის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა განიხილება რომელიმე სავაჭრო ცენტრში სტენდის გაკეთება.

„ეს არის მთლიანად ხის პროდუქცია. სათვალეებს ნატურალური ხისგან ვამზადებთ. ქიმიურ დანამატებს არ ვურევთ და დაფარულია  ანტიალერგიული საშუალებით.  ვფიქრობთ, რომ  ეს ბაზარზე არის ინოვაციური პროდუქტი“, - აცხადებენ ახალგაზრდა ბიზნესმენები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები