ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გალერია თბილისი H&M-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ნინო შუბითიძე
11 თებერვალი, 2016, 15:33
გალერია თბილისი H&M-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

თბილისი (GBC) –  Chanel-ი; Vecace; Yves Saint Laurent-ი; LOUIS VUITTON-ი; Miu Miu; Yōji Yamamoto, GUCCI   - ეს არასრული ჩამონათვალია  ბრენდებისა, რომელთა  „გალერია თბილისში“ შემოსვლაზე  მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი დირექტორი (უძრავი ქონება) ცოტნე ებრალიძე არ ფიქრობს, რომ  ბაზარზე  მკვეთრად შემცირებულმა  მოთხოვნამ  ახალ ბიზნესცენტრზე იმოქმედოს და  ბრენდული მაღაზიები არ იყოს შესაბამისად  დატვირთული.

მოლაპარაკებები  მიმდინარეობს H&M-თან, რომლის შემოსვლას საქართველოში ბევრი მოუთმენლად ელის, ასევე  ბაზარზე ამ დროისთვის უკვე წარმოდგენილ პოპულარულ ბრენდებთან, მათ შორისაა Boss-ი,  Zara, Stradivarius-ი;  Massimo Dutti -ი და  Desigual-თან, რომლის ბრენდული მაღაზია იყო „თბილისი მოლში“ და დაიხურა.

ბრენდებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და 2016 წლისთვის დაგეგმილია მოსაზიდი რითეილერების 80%-თან თანამშორმლობის ოფიციალურად გაფორმება.

„გალერია თბილისი“ თანაინვესტირების ფონდის $77 მილიონიანი კომპლექსია, რომელიც თავისუფლების მოედანზე, ყოფილი ცენტრალური უნივერმაღის  ტერიტორიაზე შენდება და 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები