ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GHG -მ 2015 წელს რეკორდული წმინდა მოგების მიღებაზე განაცხადა
17 თებერვალი, 2016, 18:17
GHG -მ 2015 წელს რეკორდული წმინდა მოგების მიღებაზე განაცხადა

თბილისი (GBC) – „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ (GHG) 2015 წელს რეკორდული წმინდა მოგების მიღებაზე განაცხადა.

კომპანიის ცნობით, ჯგუფმა გასული წელი 23,6 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, რაც შესაბამისად  9,9 მლნ აშშ დოლარი/ 6,7 მლნ ფუნტი სტერლინგია. წლიური ზრდა 78%-ს შეადგენს.

1 აქციაზე მოგებამ 0,15 ლარი ($0.06/ GBP 0,04) შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის კონსოლიდირებული წმინდა მოგება მეოთხე კვარტალში 5,1 მლნ ლარი იყო, რაც წლიურად 435.2%-ით არის გაზრდილი და კვარტალურად 3.7%-ით შემცირებული.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 22,5%-ით 242,7 მილიონამდე გაიზარდა.

2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიაში შედის 2,670 საწოლზე გათვლილი, 45 სამედიცინო დაწესებულება. ჯანდაცვის ბაზარზე საწოლების მიხედვით კომპანიის წილი 26,6% შეადგენს.

ჯგუფში შემავალი სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ“-ის მიერ დაზღვეულია  234 000 პირი.  სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე, წმინდა სადაზღვევო პრემიიდან მიღებული შემოსავლის მიხედვით, კომპანიის წილი იყო 38,4%.

შეგახსენებთ, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“  2015 წლის ნოემბრიდან, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში, წარმატებით ივაჭრება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები