| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Apple-თან ექსკლუზიურ პარტნიორობაზე „ჯეოსელი“, მომხმარებელთა დაცვის მიზნით, დამატებით განმარტავს:
ჯეოსელში შეძენილ ტელეფონს მოემსახურებიან Apple-ის საერთაშორისო გარანტიის პირობების მიხედვით, რაც საშუალებას მისცემს ოფიციალური iPhone-ის მფლობელს, თვიდან აიცილოს ის უსიამოვნო შემთხვევები, რაც ხშირი იყო;
ჯეოსელში შეძენილი ტელეფონია Apple-ის სტანდარტებით დიაგნოსტორდება;
ჯეოსელში შეძენილი iPhone არასდროს იქნება Apple-ის ეგრეთწოდებული „ქარხნულად შეკეთებული“ მოდელი, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში, ახალ/შეუკეთებლ ტელეფონად საღდებოდა.
ჯეოსელში შეძენილ iPhone-ზე ინტერნეტის პარამეტრები ავტომატურ რეჟიმში სწორდება. აბონენტთათვის პარამეტრების ხელით გაწერა აღარ არის საჭირო და ჩამონათვალში ჯეოსელი ავტომატურად ჩნდება ქსელის მომსახურე ოპერატორად.
ჯეოსელში შეძენილი iPhone სრულყოფილი კომპლექტია, ადგილობრივ ელექტროსისტემაზე მორგებული.
„Apple-მა საქართველოში მობილურ ოპერატორთა შორის არჩევანი ჯეოსელზე გააკეთა და ხელშეკრულება გააფორმა.ეს თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც მომხმარებლისთვის, აგრეთვე მთელი ქვეყნისთვისაც. ჯეოსელი ტრადიციულად ინოვაციებთან და თანამდეროვე ტექნოლოგიებთან ასოცირებული კომპანიაა, რომელიც მუდმივად მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული. ამიტომაც, კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია მომხმარებლის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - აცხადებს მენეჯმენტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss