ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
PSP-ს ტრადიციულ გათამაშებაში მომხმარებელი უკვე 10 ლარის შენაძენზე ჩაერთვება
29 თებერვალი, 2016, 12:08
PSP-ს ტრადიციულ გათამაშებაში მომხმარებელი უკვე 10 ლარის შენაძენზე ჩაერთვება

თბილისი (GBC) - კომპნია PSP-მ ტრადიციული წამახალისებელი გათამაშების „4 სეზონი - 4 გათამაშება“ გაგრძელებაზე განაცხადა.

მენეჯმენტის ცნობით, მომდევნო ერთ წლის განმავლობაში 12 პრიზი გათამაშდება. PSP-მ წელს მოხმარებელს უპრეცედენტო პირობა შესთავაზა.

მომხმარებელი უკვე მხოლოდ 10 ლარიან შენაძენზე ერთვება გათამაშებაში, რათა მოიგოს ახალი 2016 წლის GLA კლასის „მერსედესი“,გარემონტებულ ბინა „m²-ში“ ცენტრალური გათბობითა და სამზარეულოთი, ასევე ყოველთვიური 2000 ლარიან ხელფასი ერთი წლის განმავლობაში.

„ჩვენი გათამაშება ყოველთვის მომხმარებლის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა. წელს გადავწყვიტეთ სიურპიზი გავუკეთოთ ჩვენს მომხმარებელს და მათთვის სასურველ პრიზებს ვათამაშებთ. პსპ-ს ყველა მომხმარებელი გამარჯვებულია, რადგანაც ხარისხიან მედიკამენტებთან ერთად ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს იღებს და ამით ფულსაც ზოგავს და დამატებით წამახალისებელ გათამაშებაშიც ერთვება“, - აცხადებენ პსპ-ში.

გაზაფხულის სეზონის გათამაშება რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 26 მაისს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ დასრულების შემდეგ გადაიცემა.

PSP 22 წლის ისტორიის მქონე კომპანიაა. წამახალისებელ გათამაშება 2008 წელს დაიწყო და უკვე 15-ჯერ ჩატარდა. PSP-ს მომხმარებლებმა უკვე მოიგეს 42 ავტომობილი, 4 ბინა თბილისში, 4 ორიათასლარიანი ხელფასი მთელი წლის განმავლობაში. 128 ოჯახს კი PSP-გან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები