ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თიბისი უმაღლესი რგოლის მენეჯერებით გაძლიერდა  
ნინო შუბითიძე
29 თებერვალი, 2016, 16:11
თიბისი უმაღლესი რგოლის მენეჯერებით გაძლიერდა  

თბილისი (GBC)  - თიბისი ბანკმა წარადგინა თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორები ლევან შანიძე და ავთანდილ გიგინეიშვილი, რომლებიც   საინვესტიციო საბანკო მიმართულებას გაუძღვებიან.

ავთანდილ გიგინეიშვილი ლონდონში Jefferies International-ის მმართველი დირექტორი იყო და აქტივების მართვის განყოფილების ხელმძღვანელობდა. წარმოადგენდა ევროპისა და აშშ-ის ინსტიტუციური და საცალო სეგმენტის კლიენტების $3 მილიარდიან აქტივების მმართველ გუნდს. ის ასევე არის საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 

Silverhorn Investment Advisors-ის მმართველი დირექტორი ლევან შანიძე  წამყვან მაკროფონდს მართავდა ჰონგ-კონგში.  მუშაობდა წამყვან კომპანიებში Nomura, Lehman Brothers, JP Morgan და Jardine Flemings-ი  (კერძო კაპიტალის დერივატივების ბიზნესის შექმნა, ინდოეთის კაპიტალის ბაზრებით ვაჭრობის ხელმძღვანელობა, კერძო კაპიტალით ვაჭრობა საერთაშორისო ბაზრებზე).

"თიბისი კაპიტალის" მიზანია კაპიტალის ბაზრების განვითარებაში აქტიური მონაწილეობა, ინსტიტუციურ და სტრატეგიულ ინვესტორების დახმარება საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში, ასევე დაფინანსების ახალი  მექანიზმის შეთავაზება  ადგილობრივი კომპანიებისთვის, ამ ეტაპისთვის საბანკო სესხები დომინირებს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები