| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 15 - 17 მარტს GM Pharmaceuticals - მა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, კიდევ ერთხელ წარადგინა ქართული ფარმაცევტული წარმოება ქალაქ დუბაიში გამართულ საერთაშორისო ფარმაცევტულ და ტექნოლოგიურ გამოფენა DUPAT 2016 - ზე.
DUPAT 2016 - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმსხვილესი გამოფენაა ახლო აღმოსავლეთში. იგი ყოველწლიურად იმართება 1995 წლიდან და მასპინძლობს მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებს - მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, ფარმაცევტული მარკეტინგის სპეციალისტებს. DUPAT 2016 საშუალებას აძლევს პროფესიონალებს ერთმანეთს დაუკავშირდნენ ახლო აღმოსავლეთს, ჩრდილოეთ აფრიკას, ევროპასა და აზიას.
„GM Pharmaceuticals - წარმოადგინა ქართული ფარმაცევტული წარმოება - 185 ზე მეტი დასახელების პროდუქტი, წარმოებული საერთაშორისო სტანდარტებით და დიდი ინტერესი გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის. დაიდო ახალი კონტრაქტები და დაიგეგმა ახალი პროექტები, რომელთა წყალობით GM Pharmaceuticals - კიდევ ერთხელ მოხვდება საერთაშორისო არენაზე როგორც ქართული, ევროპული სტანდარტების მქონე ფარმაცევტული ბრენდი“-აცხადებენ „GM Pharmaceuticals“-ში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss