ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ევროპული სკოლა CIS-ის საერთაშორისო სკოლების საბჭოს წევრი გახდა
22 მარტი, 2016, 11:55
ევროპული სკოლა CIS-ის საერთაშორისო სკოლების საბჭოს წევრი გახდა

თბილისი (GBC) - ევროპულმა სკოლამ CIS-ის საერთაშორისო სკოლების საბჭოს წევრის სტატუსი მოიპოვა.  

აღნიშნულის შესახებ სკოლას, მილოცვის წერილით, CIS-ის სკოლების მხარდაჭერისა შეფასების დეპარტამენტის დირექტორმა, დოქტორმა გრამარ რანგერმა ამცნო, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპულმა სკოლამ“ წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპები.

CIS - საერთაშორისო სკოლების საბჭოა, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო განათლებასა და მოსწავლეთა გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

დღეისათვის CIS აერთიანებს 110 ქვეყნის 660-ზე მეტ  სკოლას და  475 კოლეჯსა და უნივერსიტეტს. ამ ორგანიზაციის წევრებს აქვთ რიგი უპირატესობები: მათ აქვთ რესურსები, რომლებიც მოსწავლეებსა და სკოლას აძლევს შესაძლებლობას,  დაუკავშირდნენ CIS-ის უმაღლესი განათლების წევრებს, მათ  შეუძლიათ ისარგებლონ CIS-ის კონსულტანტთა ქსელით და მრავალი სხვა.

CIS-ის წევრობის მისაღებად „ევროპულმა სკოლამ“  1-ლი და მე-2 ეტაპი  2015 წელს გაიარა.

მესამე ეტაპი კი,  2016 წლის 1-3 მარტს ჩატარდა, რომლის ფარგლებში სკოლას ეწვია CIS-ის საბჭოს წევრი, კანადელი პროფესორი ალან სკოტი, რომელსაც საერთაშორისო სკოლების ხელმძღვანელობის ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები