| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” სადაზღვევო ბაზარზე ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს.
2015 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის სადაზღვევო პორტფელის მოცულობამ (სტატისტიკურად მოზიდული პრემია) 70,765 მლნ ლარი შეადგინა.
პორტფელის 35,6% - 25,25 მილიონი, ქონების დაზღვევაზე მოდის. ამ მაჩვენებლით ის ბაზრის ლიდერია.
ასევე ლიდერია სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევის მიმართულებით. ავტოდაზღვევის პორტფელი 23,6 მილიონს აღემატება და ჯამური პორტფელის კიდევ ერთი მსხვილ სეგემენტს წარმოადგენს.
სიცოცხლის დაზღვევიდან „ალდაგმა“ შარშან 6,15 მილიონზე მეტი მოიზიდა; ტვირთების დაზღვევიდან 2,11 მილიონზე მეტი, ხოლო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევიდან 6,55 მილიონი. ბაზრის ორივე სეგმენტში „ბიჯეო ჯგუფში“ შემავალი სადაზღვევო კომპანია პირველობას ინარჩუნებს.
საანგარიშო პერიოდში „ალდაგის“ დამდგარი ზარალი 27,68 მილიონი იყო. ანაზღაურებულმა ზარალმა 24,78 მილიონი შეადგინა.
შეგახსენებთ, 2014 წლის 1 აგვისტოდან „ალდაგი“ 3 კომპანიად გაიყო. „ალდაგის“ სახელით ოპერირება გააგრძელა სადაზღვევო კომპანიამ, რომელიც სიცოცხლისა და ქონებრივი რისკების დაზღვევის ბიზნესის სეგმენტში ოპერირებს.
ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაზე „სადაზღვევო კომპანია იმედი L“, სამედიცინო მომსახურების მიმართულებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მუშაობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss