| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ორსართულიანი მატარებლის პერსონალი, მათ შორის ბორტგამცილებლები სპეციალურ ტრენინგს სხვადასხვა ქვეყანაშის გადის.
შტადლერის (Stadler Bussnang AG) 4-შემადგენლობიანი, 4, 2-სართულიანი მატარებლის შესყიდვაზე ხელშეკრულება ოთხშაბათს გაფორმდა.
კომპანიის დამფუძნებელმა და CEO-მ პიტერ შპულერმა აღნიშნა, რომ უნიკალური მატარებელი თბილისში უფრო ადრე აღმოჩნდა, ვიდრე სან ფრანცისკოში. შემდეგი “სადგური“ აშშ-ია.
მისივე ინფორმაციით შვეივარიული წარმოების შემადგენლობა უკვე არის რეგიონში, აზერბაიჯანში, ასევე ბელარუსში, რომელიც შვეიცარიული კომპანიის წარმოებული მატარებელი აწყობის გარკვეულ ეტაპს გადის.
პირველი მატარებელი თბილისში 17 ივლისს შემოვა, ბათუმის მიმართულებით იმოძრავებს და მხოლოდ 3 სადგურში გაჩერდება (ურეკი, ქობულეთი, ბათუმი). მატრებელი 400 მგზავრზეა გათვლილი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Stadler Kiss მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი. მათთვის მატარებელში არის ლიფტები და სველი წერტილები. გარდა ამისა, საპირფარეშოში ჩვილბავშვთა მოვლისათვის საჭირო სპეციალური მაგიდაა განთავსებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss