ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GWP წელს წყალმომარაგების ქსელის 100 კმ-ზე მეტს განაახლებს
10 ივნისი, 2016, 12:29
GWP წელს წყალმომარაგების ქსელის 100 კმ-ზე მეტს განაახლებს

თბილისი (GBC) – კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის.

10 ივნისიდან კომპანიამ პროექტი „ანგარიში თბილისს“ დაიწყო.

პროექტის ფარგლებში თვეში რამდენჯერმე კომპანიის თბილისის მაცხოვრებლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს, - ამის შესახებ კომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა ეკა ბერიძემ განაცხადა.

"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" საოპერაციო დირექტორის , მამუკა კიკალიშვილის განცხადებით, 2016 წელს კომპანია წყალმომარაგების ქსელის 100 კმ-ზე მეტს განაახლებს.  სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილია თბილისის ყველა უბანში, რაც მნიშვნელოვნად განავითარებს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემას.

ამასთან, წლის განმავლობაში კომპანია ქალაქის მასშტაბით, ე.წ ურდულების პროექტს განახორციელებს, რაც 6000 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დონტაჟებას გულისხმობს.

შედეგად, კომპანიის განცხადებით, მინიმუმამდე შემცირდება წყალმომარაგების შეწყვეტის არეალი.

GWP-ის ინფორმაციითვე, თბილისი წყალმომარაგების ზონებად დაიყოფა და თითოეულ ზონაზე პასუხისმგებელი კონკრტული ბიზნესცენტრი იქნება, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას უკეთ მართოს საკუთარი ინფრასტრუქტურა და რაციონალურად დაგეგმოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კომპანიის საინვესტიციო გეგმოს ფარგლებში დაგეგმილია ასევე ჟინვალის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია, საგურამოს 4.4 მგვტ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ბოდორნა-ღრმაღელის 38 კმ-იანი გვირაბის რეაბილიტაცია, ასევე ბოდორნა ჰესის მშენებლობა.

პრესკონფერენციის დასასრულს ჟურნალისტებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განახლებული სადისპეჩერო სამსახური და კომპანიის ცხელი ხაზი დაათვალიერეს.

იხილეთ პრესკონფერენციის ჩანაწერი: 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები