| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "საქართველოს რკინიგზაში" მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის 05 ივლისის 06:00 სთ-დან 06 ივლისის 06:00 სთ-მდე „ფანჯრის’’ პერიოდში იკეტება სად. სუფსას ყველა ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება შემდეგი მატარებლები: - ერევნიდან 4 ივლისს და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი საერთაშორისო მატარებელი №202/201 ერევანი-ბათუმი.
- თბილისიდან 4 ივლისს და ოზურგეთიდან 5 ივლისს სამგზავრო მატარებელი №654/653 თბილისი-ოზურგეთი.
- თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №852/851 თბილისი-ბათუმი.
-თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №858/857 თბილისი-ბათუმი.
-თბილისიდან და ოზურგეთიდან 5 ივლისს ჩქარი მატარებელი №12/11 თბილისი-ოზურგეთი
- თბილისიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს ჩქარი მატარებელი №18/17 თბილისი-ქუთაისი.
- ბათუმიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი მატ.№683/684 .
- თბილისიდან 5 ივლისს და ბათუმიდან 6 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №860/859 თბილისი-ბათუმი.
აღნიშნულ მიმართულებებზე „ფანჯრის’’ პერიოდში სამგზავრო ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.
სს „საქართველოს რკინიგზა“ მომხმარებლებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss