ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მარტვილის კანიონის სანაოსნო მონაკვეთი მართვაში კერძო კომპანიას გადაეცა
13 ივნისი, 2016, 17:41
მარტვილის კანიონის სანაოსნო მონაკვეთი მართვაში კერძო კომპანიას გადაეცა

თბილისი (GBC) - მარტვილის კანიონის საწყალოსნო მონაკვეთზე, ტურისტული მომსახურების მართვის უფლება კომპანია „ოფუცხოის“ გადაეცა.

კომპანია ამ წლის აპრილშია დარეგისტრირებული და 76 მინორიტარი მეწილე ჰყავს.

ბუნებრივ ძეგლზე არსებულ 280 მეტრიან საწყალოსნო მონაკვეთზე ტურისტული მომსახურების უფლება კომპანიას 5 წლის ვადით ეძლევა. შესაბამისად, მას გადაეცემა არსებული ნავმისადგომის პირსი, ტურისტების მოსაცდელი და ნავების შესანახი ანგარი.

სანაცვლოდ, კომპანია ვალდებულია ყოველწლიურად სახელმწიფოს გადაუხადოს წლიური ბრუნვის 30%. ამასთან, „ოფუცხოი“ ვალდებულია ყოველწლიურად გადაიხადოს ქონების ღირებულების 1,5%, რაც 2,185 ლარამდეა.

ასევე კომპანიამ 90 000 ლარის ინვესტიციაც უნდა განახორციელოს.

ობიექტს უნდა  გააჩნდეს არანაკლებ 20 ცალი ნავი, შესაბამისი აღჭურვილობით. სამაშველო ინვენტარი და გიდების აღჭურვილობა.

ვიზიტორთა ზუსტი აღწერისთვის კი, დამონტაჟდება ტურნიკები, რომლის მეშვეობით მოხდება სანაოსო მონაკვეთზე ვიზიტორების დაშვება პლასტიკური ბარათით, ჟეტონით ან შტრიხ-კოდიანი ბილეთის გამოყენებით.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები