ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
EBRD-ი  თელიანი ველის ლუდის ქარხნის პროექტის დაფინანსებას გეგმავს  
15 ივნისი, 2016, 12:43
EBRD-ი  თელიანი ველის ლუდის ქარხნის პროექტის დაფინანსებას გეგმავს  

თბილისი (GBC) –  „თელიანი ველი“ ლუდის ქარხნის მშენებლობისთვის EBRD-ის დაფინანსების მოპოვებას გეგმავს.

37 მილიონიან პროექტში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სინდიცირებული პაკეტის მოცულობა 18, 5 მლნ ევროს ოდენობით ივარაუდება.

კრედიტი 3 ნაწილიანია - A სესხი, 6,17 მლნ ევრო EBRD -ს საკუთარი სახსრებია, ასევე 6,17 მლნ, B სესხი განაწილდება  მონაწილეებზე  და გამოიყოფა პარალელური კრედიტი 6,16 მილიონის ოდენობით.

შეგახსენებთ, პროექტს კომპანიის შვილობილი “გლობალ ბიერ ჯორჯია” განახორციელებს.

წინასწარ გათვლებით, პროექტის ჯამური ღირებულება დღგ-ს გარეშე, შეადგენს 37 მლნ აშშ დოლარს; მოცემული თანხიდან დაახლოებით 13 მლნ აშშ დოლარი დაფინანსდება ახალი აქციების ემისიის გზით.

ქარხანაში "ჰეინეკენის", "ამსტელის" და "კრუშოვიცეს" ბრენდების ლუდის წარმოება მოხდება და  “გლობალ ბიერ ჯორჯია” იქნება აღნიშნული ლუდის ბრენდების ექსკლუზიური მწარმოებელი საქართველოში. ასევე იგი მოახდენს მოცემული ბრენდების რეალიზაციას აზერბაიჯანსა და სომხეთში.

საერთაშორისო ბრენდების პარალელურად ასევე იგეგმება ახალი ადგილობრივი ბრენდის ქვეშ ლუდის წარმოება და ლიმონათების ხაზის გაშვებაც.

სასაქონლო ნიშნის სალიცენზიო ხელშეკრულებების თანახმად, ქარხანა პროდუქციის გამოშვებას 2016 წლის დეკემბრიდან შეძლებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები