| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისში, ძველი ტექსტილის ქარხნის ტერიტორიაზე, ნინოშვილის #8-ში, ახალ, 400 ადგილიან ჰოსტელ „ფაბრიკას“ „აჭარა ჯგუფი“ აგვისტოში გახსნის, - ამის შესახებ GBC-ის კომპანიაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, შენობის რეკონსტრუქცია თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა, შენარჩუნებულია თავდაპირველი იერსახე, ფასადი, ინტერიერისა და ექსტერიერის უმეტესი ნაწილი ხელშეუხებელი დარჩა. ძირითადად, შენობის ინტერიერს თანამედროვე დიზაინის ელემენტები დაემატა.
კომპანიის ცნობითვე, ჰოსტელის გახსნისთვის „აჭარა ჯგუფმა“ 5.5 მილიონი დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა „საქართველოს ბანკთან“, რაც შენობის შეძენასა და მის რეკონსტრუქციას მოხმარდა.
შენობაში იქნება საერთო ტიპის საცხოვრებელიც, 2 ადგილიანი ნომრებიც და 6 ოთახი, რომელიც აპარტამენტის სტილში მოეწყობა. ჰოსტელში ერთი დღე-ღამის ღირებულება 12 აშშ დოლარიდან დაიწყება.
კომპანიაში ამბობენ, რომ განთავსების საშუალების გარდა, შექმნილია სხვადასხვა სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელია მუშაობა და თანამოაზრეების პოვნა. სივრცეში ჩატარდება ფესტივალები, გამოფენები და სხვადასხვა ღონისძებები.
შეგახსენებთ, „აჭარა ჯგუფის“ პორტფელში რამდენიმე წამყვანი სასტუმროა, მათ შორის „რუმს ჰოტელი“ თბილისსა და ყაზბეგში, „ჰოლიდეი ინნ“ თბილისში და ასევე „ინტერკონტინენტალ თბილისი“, რომლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სასტუმრო „გამომცემლობის“ ყოფილ შენობაში განთავსდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss