| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Bosch-ი 2016 წელს, ზრდის მაღალ ტემპს შეინარჩუნებს.
ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელი სწრაფი ზრდის პერსპექტივას ინტერნეტ-ტექნოლოგიების სეგმენზტზე ხედავს.
კომპანიის მესვეურნი გაყიდვების 3-5% ზრდას ელიან, კურსის მერყეობის ფაქტორის გათვალისწინებით.
მმართველი ფოლკმარ დენერი აცხადებს, რომ ფოკუსირება ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მოხდება 3 მიმართულებით: სენსორული, პროგრამული და სერვის უზრუნველყოფის კუთხით.
კომპანია სხვადასხვა სამრეწველო პლატფორმებზე სულ უფრო და უფრო აქტიურობს. ტექნოლოგიების დივერსიფიკაციის მიზნით, ასევე ზრუნავს საექსპორტო ცოდნის ამაღლებაზე, ახლახანს შექმნილი განყოფილებით - Bosch Global Service Solutions, ღრუბლოვანი სერვისის პროექტი Bosch IoT Cloud წელს გაუშვა. მენეჯერი „ჭკვიანი სახლის“ პროექტის პერსპეტივებზე აღნიშნავს.
კომპანიის წლიურს შემაჯამებელ კონფერენციაზე კავკასიის რეგიონში 2015 წლის მაღალ მაჩვენებლებზე საუბრობს რეგიონული მენეჯერი ჰანსიუნგერ ოვერშტოლცი, აღნიშნავს, რომ გაყიდვები 2-ჯერ არის გაზრდილი.
მოსკოვში გამართულ კომპანიის წლიურ შემაჯამებელ კონფერენციაზე მან საქართველოში ელექტროხელსაწყოების გაყიდვების 10 % -იან ზრდაზე განაცხადა, შარშანდელთან შედარებით. იმ ფონზე, როცა სამშენებლო ბიზნესის ზრდა 9%-ს არ აღემატება.
პოზიტიურ ტრენდში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისში მასშტაბური სასაწყობე მეურნეობის აშენებამ, რის ხარჯზეც წლის განმავლობაში დისტრიბუციის 5-ჯერ გაზრდა გახდა შესაძლებელი და ამ დროისთვის 14 -ზე მეტ ქალაქს მოიცავს. Bosch-ის ელექტროხელსაწყოები სპეციალიზებულ 50 სავაჭრო ცენტრშია.
Bosch-ი საქართველოში 2012 წლიდან არის წარმოდგენილი. რეგიონალური წარმომადგენლობა აზერბაიჯანსა და სომხეთში კომპანიის საქმიანობასაც უწევს კოორდინაციას.
კომპანია ენერგოდამზოგი სისტემის შეთავაზებით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებშიც დიდ პერსპექტივას ხედავს.
1886 წელს, Robert Bosch GmbH - ის მიერ შტუდგარტში დაარსებული კომპანია დღეს უმსხვილესია მსოფლიოში.
ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების მიმართულებით. ქარხნები მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, ხოლო გაყიდვების და მომსახურების კომპანია წარმოდგენილია თითქმის 150 ქვეყანაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss