ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
მაურინიო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ხდება
11 სექტემბერი, 2016, 23:12
მაურინიო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ხდება

თბილისი (GBC) - სამშაბათიდან ჟოზე მაურინიო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.  ეს  მას შემდეგ მოხდება, რაც სტარტს აიღებს Heineken-ის ახალი სარეკლამო კამპანია.

Telegraph -ის ცნობით, ლუდის ჰოლანდიურმა მწარმოებელმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სპონსორია, მაურინიო ახალ სარეკლამო კამპანიაში ჩართო. მხარეებმა 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც ის 4,7 მლნ ევროს შემოსავალს მიიღებს.

ამ გარიგებით პორტუგალიელი რეკლამიდან შემოსავლებს წელიწადში 11 მლნ ევრომდე გაიზრდის და „მანჩესტერ იუნაიტედში“ მიღებულ ხელფასთან ერთად, მისი წლიური შემოსავალი 25 მილიონ ევროზე მეტი იქნება.

გაი რიჩის სარეკლამო რგოლში მაურინიო ყველას პაბში წასვლასა და ჩემპიონთა ლიგის ყურებისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ Heineken-ის გარდა მაურინიო ასევე თანამშრომლობს კომპანიებთან  Hublot, Jaguar, BT Sport, Adidas, Atlantis hotels, Lipton Tea და EA Sports. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები