| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანი „სამხრეთი-დასავლეთის“ მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებას იწყებს.
კომპანია ADY Express -ის ცნობით, პირველი ორი ორი ვაგონი, 90 ტონა მსუბუქი ნავთობით დატვირთული, უახლოეს დღეებში გაეშვება. ამ ვაგონებით ირანიდან 4 სატვირთოთი შემოტანილი ნავთობი ასტარიდან ბათუმში, შემდეგ კი, შავი ზღვის გავლით დანიშნულების პუნქტში ჩავა.
ახალ სატრანსპორტო დერეფანს დიდი მნიშნველობა აქვს როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე საქართველოსთვისაც, რაც შესაძლებლობას იძლევა სპარსეთის ყურის ქვეყნების ტვირთები შავ ზღვაზე გავიდეს.
დერეფანი აერთიანებს მარშრუტს - ინდოეთი, სპარსეთის ყურე - ირანი- აზერბაიჯანი- საქართველო- შავი ზღვა- ევროპა.
სააგენტო Trend-ის ცნობით, საწყის ეტაპზე ამ მარშრუტით 10 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება, რომელიც მომავალში რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს.
სწორად მართვის შემთხვევაში დერეფანი შესაძლებლობას იძლევა 2-3-ჯერ შემცირდეს ტვრითების გადაზიდვის დრო ინდოეთიდან ევროპაში.
აღსანიშნავია, რომ ირანული ტვირთების მოზიდვაზე აქტიურად მუშაობს "საქართველოს რკინიგზაც".
კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, ახალ მარშრუტზე საკონტეინერო გადაზიდვების ორგანიზება ხდება. უკვე დაკონტრაქტებულია ირანიდან 400 კონტეინერის მიღება, მომავალ წელს სამიზნე მაჩვენებლის 1000-მდე გაზრდის შესახებ კი, მუშაობა მიმდინარეობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss