| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s - მა „საქართველოს რკინიგზას“ ტირთბრუნვის შემცირების გამო, რეიტინგი „BB-“-დან “B+“-ზე შეუმცირა. პროგნოზით „სტაბილური“.
გავლენიანი სააგენტო მიიჩნევს, რომ ტვირთების მოცულობა 2016 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა, რის აღდგენასაც გარკვეული დრო დასჭირდება.
ტვირთბრუნვის ასეთი მნიშვნელოვანი შემცირების მიზეზად სააგენტო მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ვითარების გაუარესებას და ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელი ქარხნებში სარემონტო სამუშაოებს უკავშირებს.
ამასთან, პროგნოზი „სტაბილური“ ასახავს სარეიტინგო კომპანიის მოლოდინებს, რომ სარკინიგზო გადამზიდავს შეუძლია დაასტაბილუროს საკუთარი ოპერირება 2016 წლის დარჩენილ თვეებში და გააუმჯობესოს საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები.
სარეიტინგო კომპანიის აზრით, „საქართველოს რკინიგზა“ ძველ მაჩვენებლებზე დაბრუნებას მომდევნო 12-24 თვიან პერიოდში შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ 8 თვის მონაცემებით, „საქართველოს რკინიგზა“ 7,9 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა. წლიურად კლება 1,7 მლნ ტონაა.
ამავე პერიოდში რეფრიჟერატორული სექციებით გადაზიდული ტვირთი 11.338 ტონაა, ბოლო 1 თვეში ზრდა მნიშვნელოვანია. აგვისტოში ამ გზით 4,500 ტონა ტვირთი გადაიზიდა. გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა კი, 23,132 TEU-ს აღწევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss