ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საპარტნიორო ფონდი მსხვილი საინვესტიციო ფონდების პარტნიორი ხდება
მარიამ მინაძე
29 სექტემბერი, 2016, 10:41
საპარტნიორო ფონდი მსხვილი საინვესტიციო ფონდების პარტნიორი ხდება
თბილისი (GBC) - საქართველოში მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან.
 
ხუთშაბათს, მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საპარტნიორო ფონდი კანადური საინვესტიციო ფონდის Gazelle Fund-ის  პარტნიორი ხდება.
 
საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა კაპიტალში იქნება 6 მლნ აშშ  დოლარი, ხოლო Gazelle fund-ის კი 27.5 მლნ დოლარი.
 
შემდეგში საინვესტიციო მოცულობა 70 მლნ დოლარამდე გაიზრდება.
 
"ფონდი არის რეგიონული ხასიათის და მან აირჩია ცენტრალურ ადგილად საქართველო. ფონდის კაპიტალის 60% დაიხარჯება საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საერთაშორის ფონდმა Gazelle Finance Fund-მა საქართველო აირჩია ფუნქციონირების ადგილად. ასევე, ფონდის პარტნიორები არიან ჰოლანდიის სახელმწიფო-საინვესტიცო ფონდი და ჰოლანდიის განვითარების ბანკი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
სხდომაზე აღინიშნა, რომ საპარტნიორო ფონდი ახორციელებს ენერგეტიკაში მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ფარგლებში საქართველოში  შემოდის ცნობილი ამერიკული ჯგუფი Schulze global investments -ი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ევროპული საინვესტიციო ფონდები.
 
"უახლოეს მომავალში ასევე საპარტნიორო ფონდი გეგმავს ორი მსხვილი ინვესტორის მოზიდვას. ერთია ამერიკული ფონდი McLaren Foundation და მეორეა დომინიკ რომანო,  რომლებიც ჯამურად ფონდის წინაშე აიღებენ 10 მილიონი დოლარის ინვესტირების ვალდებულებას. ანუ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იგეგმება“, - განაცხადა პრემიერმა. 
 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები