| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სარკინიგზო მაგისტრალის ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობა სრულდება, - განაცხადა ყარსის გუბერნატორმა რახმი დოგანმა. მან აღნიშნა, რომ წლის ბოლოს მაგისტრალის სატესტო ათვისებაც დაიწყება.
ამავე მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, - განუცხადეს GBC-ის „ბაქო - თბილისი-ყარსის რკინიგზაში“.
მაგისტრალზე მნიშვნელოვანი ობიექტია საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბი, რომლის მშენებლობაც დასრულების ფაზაშია.
გვირაბის საერთო სიგრძეა 4400 მეტრი - აქედან 1840 მეტრი საქართველოს ტერიტორიაზეა. დასრულებულია გვირაბის გაყვანა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოპირკეთების სამუშაოები.
ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში გაიარა. 2015 წლის დეკემბერში კი, რკინიგზა პირველმა ორგანიზებულმა საცდელმა სატვირთო მატარებელმა გატესტა.
მთლიანობაში საქართველოს მონაკვეთი მოიცავს: 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს, 8 წევის ქვესადგურს, 4 თოვლდამცავ გალერეას და საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბს.
მონაკვეთის მნიშვნელოვანი ობიექტია ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური. სადგურის ტერიტორიაზე აშენდა ევროპული სტანდარტების ვაგზლის შენობა, რომლის საერთო ფართობიც 3000 კვადრატული მეტრია. პროექტის ავტორი არის ცნობილი გერმანელი არქიტექტორი იურგენ მეიერი.
სადგურში ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოპირკეთების სამუშაოები.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის დასრულება იგეგმება 2017 წლის დასაწყისში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss