| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩინური იუანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის სავალუტო კალათის "წევრი" გახდა.
სწორედ ამ კალათის საფუძველზე დგინდება სავალუტო ფონდის SDR -ის კურსი. იუანი კალათაში შემავალი უკვე მეხუთე ვალუტაა, მის გარდა SDR-ის კურსის განსაზღვრისთვის გამოიყენება აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი სტერლინგი და იაპონური იენა.
სსფ-ს ცნობით, 1 ოქტომბრისთვის იუანმა კალათაში უკვე გადაასწრო ფუნტს და იენას.
ამ დროისათვის კალათაში აშშ დოლარის წილი 41,73%-ია, ევროს წილი - 30,93%, იუანის - 10,92%, იენა ს- 8,33%, ფუნტი სტერლინგის - 8,09%.
აღსანიშნავია, რომ ეს პროცენტული გადანაწილება შესაძლოა შეიცვალოს კურსთა მერყეობის გათვალისწინებით.
Nikkei Asian Review აღნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის კალათაში ჩინური ვალუტის შეყვანა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იუანის გლობალურ ვალუტად გადაქცევისათვის.
შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩინური იუანის სარეზერვო ვალუტების კალათში შეყვანის გადაწყვეტილეა გასული წლის დეკემბერში მიიღო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss