ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
„ნენსკრა ჰესის“ ტერიტორიაზე საოპერაციო სოფლი აშენდება
6 ოქტომბერი, 2016, 11:34
„ნენსკრა ჰესის“ ტერიტორიაზე საოპერაციო სოფლი აშენდება

თბილისი (GBC) - „ნენსკრა ჰესის“  ტერიტორიაზე საოპერაციო სოფლის (ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი) მშენებლობა,  რომელიც ჯამში 110 ადამიანზეა გათვლილი.

ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი მოიცავს 5 შენობას, მათ შორის  ერთ, ორ და სამსართულიან საცხოვრებელ სახლებს, ერთ სასტუმრო სახლს,  ასევე  სასაწყობე/საოფისე  შენობებს.

მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

საოპერაციო სოფელში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობაზე დასაქმებული სპეციალისტები იცხოვრებენ.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ინფრასტრუქტურა  ჰესის საკუთრებაში დარჩება.

მოსამზადებელი სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის საწყისი სამშენებლო სამუშაოების შედეგად  გაყვანილია დამბის, კაშხლისა და ქვესადგურის სამშენებლო მოედნებამდე მისასვლელი გზები, მიმდინარეობს  დამატებით გეოლოგიური კვლევები.

ამჟამად ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე  საერთო ჯამში დასაქმებულია 120 ადამიანი, მათ შორის  80% ადგილობრივი.

2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება ჰესის ძირითადი სამშენებლო  სამუშაოები,  სადაც ეტაპობრივად უკვე  დამატებით 400-ზე მეტი ადგილობრივი  დასაქმდება.

"გაურკვევლობა, რომელიც მოსახლეობაში არსებობდა ამ პროექტის მიმართ, თითქმის ამოწურულია. ადგილზე მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სადაც მოსახლეობას შეუძლია მათ მიერ  წამოჭრილ საკითხებზე პასუხის მიღება.  შესაბამისი კონტროლი ხორციელდება  სამშენებლო სამუშაოების და გარემოს დაცვის უსაფრთხოების კუთხით. დღესდღეობით ადგილობრივი მოსახლეობის  დიდი ნაწილი დასაქმებულია სხვადასხვა სამუშაოებზე, ეს რაოდენობა ჰესის ძირითადი სამუშაოების დაწყების შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ დაცულია სამუშაოებზე დასაქმებულთა უსაფრთხობაც, უზრუნველყოფილია მათი  სამედიცინო მომსახურება“ – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება.

სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.

ნენსკრა ჰესის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარამდეა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები