ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Wendy’s საქართველოში სათამაშო მაღაზიების ქსელის განვითარებას იწყებს
17 ოქტომბერი, 2016, 10:48
Wendy’s საქართველოში სათამაშო მაღაზიების ქსელის განვითარებას იწყებს

თბილისი (GBC) -  ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ სათამაშო მაღაზიების ქსელის განვითარებას იწყებს.

პირველი მაღაზია 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ რესტორანში გაიხსნა, სადაც მენეჯმენტის ცნობით, ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება არა მხოლოდ „ვენდის“ ბრენდირებული ნივთები და აქსესუარები, არამედ სხვადასხვა ცნობილი ბრენდების სათამაშოები, სასაჩუქრე ნივთები და სასაჩუქრე ვაუჩერები.

პირველი მაღაზია ღია იქნება ყოველდღე 9-დან   23 საათამდე.

 „ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ განვითარების ახალ ფაზაში შედის. თავიდან დავიწყეთ იმით, რომ „ვენდი“ საქართველოში იმდენად საინტერესო კონცეფციით განვავითარეთ რესტორნებში კაფეს, სათამაშო ზონის, დაბადების დღეების ცენტრის ინტეგრაციით, რომ   უამრავი სხვა წამყვანი ქვეყანა გეგმავს „ვენდის“ ქსელის განვითარებას ქართული მოდელით, განვაგრძეთ იმით, რომ „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში „ვენდიმ“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და კიდევ უფრო ხაზი გაუსვა იმას, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“, ახლა კი „ვენდი“ რესტორნებში სათამაშო მაღაზიების ქსელის განვითარებას იწყებს, რაც მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შეთავაზებაა და აჩქარებული ცხოვრების რიტმში საინტერესო საჩუქრის შერჩევის მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ გზას წარმოადგენს“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

შეგახსენებთ, „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები