| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ბადაგონი“ რუსეთში მსხვილ რითეილერთან Х5 Retail Group-თან პირდაპირ თანამშრომლობას იწყებს.
კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ „ბიზენსკონტაქტში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ხელშეკრულება რითეილერთან უკვე გაფორმებულია.
სალაყაია ამბობს, რომ აქტუალური ხდება მიწოდების ჯაჭვიდან (მწარმოებელი, იმპორტიორი კომპანია, დისტრიბუტორი, რითეილერი) დისტრიბუტორი კომპანიის ამოვარდნა. პროცესი კი, უფრო დაჩქარდება თუ რუსეთის ხელისუფლება ღვინოზე აქციზის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ღვინის კომპანია აღნიშნავს, რომ თუკი აქციზი გაიზრდება ეს ცალსახად იქონიებს გავლენას ბაზარზე და მომხმარებელზე.
“ბოლო მონაცემებით ხდება დისტრიბუტორი კომპანიების გამოთიშვის პროცესი. პირდაპირ ქსელები გვიკავშირდებიან. პირველი კონტრაქტი უკვე გაფორმდა ყველაზე დიდ ქსელთან X5. პირველი გადატვირთები მოხდა, საკმაოდ დიდ მოცულობაზეა საუბარი“, - აღნიშნა სალაყაიამ, თქვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ფასების რყევისგანაც იცავს ბაზარს.
აღსანიშნავია, რომ Х5 Retail Group წამყვანი კომპანიაა რუსეთში, რომელიც ფლობს მულტიფორმატის საცალო ქსელს, რამდენიმე მიმართულებით. კომპანიის გლობალური სადეპოზიტო ხელწერილები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss