ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კომერსანტი: საქართველოში ბიტკოინის განაღდება ბანკომატებიდან მოხდება
31 ოქტომბერი, 2016, 11:38
კომერსანტი: საქართველოში ბიტკოინის განაღდება ბანკომატებიდან მოხდება

თბილისი (GBC) - ამერიკისა და ევროპის შემდეგ, ბიტკოინ-ბანკომატები საქართველოშიც გამოჩნდება.

 "კომერსანტთან" საუბრისას BitFury Group-ის ხელმძღვანელი ეფრემ ურუმაშვილი აცხადებს, იგეგმება 2 ბანკომატის ჩამოტანა, ერთი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჟდება, მეორე კი დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, რათა ის ტურისტებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. 

"ბიტკოინ-ბანკომატების განთავსების იდეა ახლახანს გაგვიჩნდა. უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ასეთი 2 ბანკომატი ჩამოვიტანოთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხილვა იმის, ხომ არ მოდის ასეთი ბანკომატების განთავსება საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში. თუ ეს ასე არ არის, ბიტკოინ-ბანკომატები თბილისში მალე გამოჩნდება", - ამბობს ურუმაშვილი.  

მისივე თქმით, ბიტკოინ-ბანკომატებში მოხდება როგორც ელექტრონული კრიპტოვალუტის შეძენა, ასევე ბიტკოინების განაღდება. 

 

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინ-ბანკომატები ბოლო პერიოდში მსოფლიოში საკმაოდ პოპულარული გახდა. 

CoinATMRadar-ის ნომაცემებით, მთელს მსოფლიოში 740-ზე მეტი ბიტკოინ-ბანკომატი მოქმედებს. მათი უმეტესობა, 387 ერთეული ამერიკაშია. ევროპაში კი მთლიანი რაოდენობის 23%-ია განთავსებული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები