ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დავით კოდუამ სასტუმრო საქართველოს შენობა არაბელა ინვესტ გრუპს მიყიდა
1 ნოემბერი, 2016, 15:53
დავით კოდუამ სასტუმრო საქართველოს შენობა არაბელა ინვესტ გრუპს მიყიდა

თბილისი (GBC) - ბიზნესმენმა დავით კოდუამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ყოფილი სასტუმრო საქართველოს შენობა და შპს „საქართველოს“ 73%-იანი წილი არაბულ „არაბელა ინვესტ გრუპს“ მიყიდა.

სასტუმროს გასხვისებაზე ინფორმაცია „კომერსანტმა“ გააცრცელა, GBC-სთვის კი, დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.

მყიდველმა გამყიდველს ჯამში 16,5 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს, თუმცა აქედან დიდი ნაწილი 12 მილიონამდე თანხა პირდაპირ ბანკ „ქართუში“ არსებული დავალიანების დაფარვას მოხმარდება.

კიდევ 1 მლნ აშშ დოლარი კი, სასტუმროში  მცხოვრები დევნილების გამოსახლებისთვის დაიხარჯება.

მხარეებს შორის ხელშეკრულება ოქტომბრის დასაწყისში გაფორმდა და ახლა შპს „საქართველოში“ 73,28% წილზე განვადებით ნასყიდობა ვრცელდება. შენობის მფლობელი არაბული კომპანია ვალდებულების შესრულების შემდეგ გახდება და გავრცელებული ინფორმაციით აბუ-დაბის შეიხის ოჯახი ადგილზე  7 ვარსკვლავიანი  სასტუმროს ააშენებს.

აღსანიშნავია, რომ „არაბელა ინვესტ გრუპი“ საქართველოში 3 ოქტომბერს დაფუძნდა. კომპანიაში 25/25%-ია წილებს ფლობენ სამერ მოჰამად ხატაბ ალ-ჰასან , იორდანია, შაჰაბ აჰმად რამადჰან ჯუმა , არაბთა გაერთიანებული საემიროები, მოჰამად აჰმად რამადჰან ჯუმა , არაბთა გაერთიანებული საემიროები და  ალიშერი მირზაევ, უზბეკეთი

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები