ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Facebook- ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა
3 ნოემბერი, 2016, 14:19
Facebook- ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

თბილისი (GBC) - მესამე კვარტალში Facebook-ის შემოსავალმა  მოლოდინს გადააჭარბა და წლიურ ჭრილში 55%-იანი ზრდა აჩვენა, - იტყობინება Reuters-ი, აღნიშნავს, რომ კომპანია ზრდის ტემპის შენელების მოლოდინზე აცხადებს, რამაც ინვესტორები დააფრთხო.

ფინანსური დირექტორი დევიდ უინერი ამბობს, რომ რეკლამიდან შემოსავალი დიდი ალბათობით "მნიშვნელოვნად" შემცირდება, რეკლამების რაოდენობის შეზღუდვის გამო - რათა კომპანიამ რეკლამებით მომხმარებელი არ შეაშინოს.

ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელს მასშტაბიური კაპიტალდაბანდებები მოხდება. 

ამ ინფორმაციამ კი,  კომპანიის აქციები 8%-იანი გაუფასურება გამოიწვია. 

რაც შეეხება ფინანსური ანგარიშს, მისი  მიხედვით, Facebook -ის ჯამურმა ამონაგებმა  $7,01 მილიარდი შეადგინა, ანალიტიკოსები მხოლოდ $6,9 მილიარდის შემოსავალს ვარაუდობდნენ. შარშან ამავე პერიოდში კვარტალური ამონაგები 4,5 მლრდ აშშ დოლარი იყო. 

აღსანიშნავია, რომ ამონაგების 84% მობილურ აპლიკაციაში რეკლამიდან არის მიღებული, რაც 6,82 მილიარდს შეადგენს.

ამასთან, Facebook-ის  აქციონერებისთვის განკუთვნილი წმინდა მოგების მოცულობა 2,37 მლრდ აშშ დოლარია.  

Facebook-ის ცნობით, ქსელით ყოველთვიურად1,79 მლრდ ადამიანი სარგებლობს, 16%-ით მეტი წინა წელთან შედარებით. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები