ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Axis-ს სასტუმრო ბიზნესის განვითარება სურს
მარიამ მინაძე
4 ნოემბერი, 2016, 15:29
Axis-ს სასტუმრო ბიზნესის განვითარება სურს

თბილისი (GBC) - დეველოპერული კომპანია Axis სასტუმრო ბიზნესის განვითარებას გეგმავს.

კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი Axis Towers-ის მინის კოშკში  სასტუმრო Pullman-ის გახსნაა.  ფრანგულ Accor ჯგუფში   შემავალი ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო  ჯამში 3000 კვ.მ-ს დაიკავებს, ექნება სპა - ცენტრიც და  ბიზნეს ტურისტებს 2018 წლიდან მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ Axis Towers-ის სახურავზე მოეწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, საიდანაც მსურველები შეძლებენ გადაფრინდნენ სათხილამურო ან საზღვაო კურორტზე, რომელთა ათვისებაც ასევე Axis-ის გეგმებშია და ამ ეტაპზე პროექტირების სტადიაზეა.  

კიდევ ორი სასტუმროს პროექტი თბილისს, კერძოდ მის ცენტრალურ ნაწილს უკავშირდება.

გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ერთი  4-ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება, მეორე პროექტი კი, უფრო მასშტაბურია და ერთ კომპლექსში რამდენიმე სასტუმროს განთავსებას მოიაზრებს.

სასტუმროების მართვაზე  მოლაპარაკება რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან მიმდინარეობს,  რომლებიც კარგად იცნობენ  ქართულ ბაზარს და დეველოპერი იმედოვნებს, რომ ეს მოლაპარაკებები წლის ბოლოსთვის დასრულდება.

Axis -ი ამჟამად 7 პროექტს ახორციელებს. ძველი დავალიანებების გასასტუმრებლად  რამდენიმე ათეული დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოხდა, რომლის ნაწილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იყო, ნაწილიც ქართული ბანკებიდან აღებული კრედიტი და ეს ვალდებულებები 2017 წლის ბოლოს სრულად გასტუმრებული იქნება.

„პროექტები კვლავ რენტაბელურია და შესაბამისად, მოვაგვარეთ ყველა სახის პრობლემა, ბანკებთანაც და პრტნიორებთანაც“, - ამბობს კაპანაძე.

კომპანიის უმსხვილესი პროექტი ამჟამად Axis Towers-ია, რომლის მშენებლობა „თანაინვესტირების ფონდთან“ პარტნიორობით აქტიურად მიმდინარეობს.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები